Accessibility links

logo-print

რამდენიმე საზოგადოებრივი მოძრაობა საპროტესტო აქციებს იწყებს


საქართველოში მოქმედმა რამდენიმე საზოგადოებრივმა მოძრაობამ დღეს განაცხადა, რომ პოლიტპატიმრად მიჩნეული 350 ადამიანის გათავისუფლების მოთხოვნით, თბილისში, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან საპროტესტო აქციებს იწყებენ. მოძრაობა ”არა”-ს ლიდერის ლევან ჩიტაძის ინფორმაციით, პირველი 12-საათიანი აქცია 21 თებერვალს, აშშ-ის საელჩოსთან გაიმართება და დღეგამოშვებით გაგრძელდება სხვა ქვეყნების საელჩოებთან. საპროტესტო აქციების ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ შარშან ხელისუფლებამ 7 უკანონო პატიმარი სწორედ სამოქალაქო სექტორის პროტესტის გათვალისწინებით გაათავისუფლა.
XS
SM
MD
LG