Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონს შეკითხვებს თბილისიდანაც დაუსვამენ


აშშ-ის სახელმწიფო მდივნისთვის შეკითხვების დასმის საშუალება დღეს თბილისიდან ექნებათ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც აშშ-ის საელჩოში საღამოს 7 საათისთვის შეიკრიბებიან. საელჩოს განმარტებით, ჰილარი კლინტონის მიერ ინიცირებული, ”სტრატეგიული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან” ადასტურებს ვაშინგტონის მზადყოფნას, დაიცვას სამოქალაქო საზოგადოების უფლებები მთელ მსოფლიოში. ვიდეოკონფერენციისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 20-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს წარმომადგენლებს სამი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელებსაც გააცნობს.
XS
SM
MD
LG