Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ცხინვალში ჩავიდნენ


ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდნენ ჟენევის დისკუსიის საერთაშორისო თანათავმჯდომარეები. მარტში დაგეგმილი ახალი რაუნდის მოსამზადებლად ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები პიერ მორელი, გედრიუს ჩეკუოლისი და ანტი ტურუნენი ადგილობრივი დე ფაქტო მთავრობის წევრებს მურატ ჯიოევსა და ბორის ჩოჩიევს შეხვდნენ. სააგენტო რესის ცნობით, ჩოჩიევმა აღნიშნა, რომ უმთავრესი, რასაც ოსური მხარე კვლავ მოითხოვს, თბილისის მიერ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ხელმოწერაა, რადგან ცხინვალი პრეზიდენტ სააკაშვილის ზეპირ განცხადებებს არ ენდობა. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეები ცხინვალში უნდა შეხვედროდნენ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტს ედუარდ კოკოითისაც, თუმცა, შეხვედრა არ შედგა. სააგენტო რესის ცნობით, უცხოელ დიპლომატებს კოკოითის სახელით ბოდიში ბორის ჩოჩიევმა მოუხადა და შეხვედრის ჩაშლა ტექნიკური მიზეზებით ახსნა.
XS
SM
MD
LG