Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩონ ირის დაბადების დღე აღნიშნეს


ჩრდილოეთ კორეაში პომპეზური ღონისძიებებით აღნიშნეს ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩონ ირის დაბადების დღე. ოფიციალური ინფორმაციით, მას 69 წელი შეუსრულდა. ღონისძიებებს შორის იყო ყვავილების ფესტივალი, რომელზე მისული ხალხიც - ჯარისკაცები და მუშები - მცენარეებს ათვალიერებდნენ და ხოტბას ასხამდნენ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს. კიმ ჩონ ირის შესახებ ინფორმაცია მკაცრად კონტროლდება, თუმცა, ცნობები, რომლებიც ვრცელდება, მისი ჯანმრთელობის არცთუ სახარბიელო მდგომარეობაზე მიანიშნებს. 2008 წელს მან, როგორც ჩანს, ინსულტი გადაიტანა. კიმ ჩონ ირმა თავისი მესამე, ანუ უმცროსი ვაჟიშვილი კიმ ჩონ უნი წარადგინა წამყვან თანამდებობებზე, ჩრდილოეთ კორეის მმართველი პარტიის სექტემბრის ყრილობაზე.
XS
SM
MD
LG