Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტრო: არეულობამ 365 ადამიანი შეიწირა


ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ ცოტა, 365 ადამიანი დაიღუპა 18-დღიანი საპროტესტო აქციებისა და არეულობის შედეგად. საპროტესტო გამოსვლები 25 იანვარს დაიწყო და პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გადადგომით დასრულდა. ეგვიპტის ჯანდაცვის მინისტრ აჰმედ სამეჰ ფარიდის თქმით, საქმე ეხება წინასწარ მონაცემებს, რომლებიც ასახავს დაღუპული სამოქალაქო პირების რაოდენობას და არ მოიცავს ინფორმაციას დაღუპული პოლიციელების ან პატიმრების რაოდენობაზე. ამასობაში სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ საჯარო სკოლები და უნივერსიტეტები დახურული დარჩება 27 თებერვლამდე, რადგან ეგვიპტის სხვადასხვა კუთხეში ჯერ კიდევ გრძელდება საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვები.
XS
SM
MD
LG