Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჰრეინში ანტისამთავრობო დემონსტრაციის დარბევას მსხვერპლი მოჰყვა


ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში დღეს დილით ხელისუფლებამ მთავარი მოედნის დემონსტრანტებისგან გაწმენდა დაიწყო. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ისმოდა აფეთქებების ხმას. წინასწარი ინფორმაციით დაიღუპა ორი მომიტინგე, რამდენიმე ათეული კი დაშავდა. დემონსტრანტებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, სამუშაო ადგილების შექმნა, სუნიტური უმცირესობის მიერ შიიტების დისკრიმინაციისთვის ბოლოს მოღება და ბაჰრეინის მთავრობის არჩევა ხალხის და არა მეფის მიერ. შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო. ბაჰრეინში, რომელიც ვაშინგტონის სტრატეგიული მოკავშირეა, განთავსებულია აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტი
XS
SM
MD
LG