Accessibility links

logo-print

ბელორუსიაში ოპოზიციის აქტივისტი გაასამართლეს


მინსკში სასამართლოს წინაშე წარსდგა ოპოზიციის აქტივისტი, 27 წლის ვასილი პარფენკოვი, საკამათო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მასობრივი არეულობის პროვოცირების ბრალდებით. ანალოგიური ბრალდება ოპოზიციის დაახლოებით 30 წარმომადგენელს - მათ შორის პრეზიდენტობის ხუთ ყოფილ კანდიდატს - აქვს წაყენებული, თუმცა სასამართლო პროცესი პირველად იმართება. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში პარფენკოვს სამიდან რვა წლამდე ემუქრება თავისუფლების აღკვეთა. 2010 წლის დეკემბერში ალექსანდრ ლუკაშენკას პრეზიდენტად კიდევ ერთხელ არჩევა ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. დღესვე ბელორუსიის იუსტიციის სამინისტრომ დაითხოვა ოთხი ადვოკატი, რომელიც პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერებს იცავდა. სამინისტროს განცხადებით, მათ არაერთი „უხეში დარღვევა“ ჩაიდინეს.
XS
SM
MD
LG