Accessibility links

logo-print

ირანის სასამართლო არ დათანხმდა ოპოზიციონერთა სიკვდილით დასჯის მოწოდებას


ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელმა დღეს უარყო მოწოდება ქვეყნის ორი მთავარი ოპოზიციონერი ლიდერის დაპატიმრების და სიკვდილით დასჯის თაობაზე. მირ-ჰუსეინ მუსავის და მეჰდი ქარუბის სიკვდილით დასჯის მოწოდებით მთავრობის მომხრეები, პარლამენტარები და სასულიერო პირთა წრეების წარმომადგენლები გამოვიდნენ, ორშაბათს გამართული ანტი-სამთავრობო აქციების შემდეგ. აიათოლა სადეყ ამოლი-ლარიჯანის თქმით, სასამართლო ხელისუფლება საქმეს შეისწავლის, მაგრამ გამოძიება „კანონის ფარგლებში“ წარიმართება. თუმცა, მან ამავე დროს დასძინა, რომ მთავრობა „დაბლოკავს მექანიზმს, რომლის მეშვეობითაც ამბოხების ლიდერები თავიანთ განცხადებებს ავრცელებენ“. მუსავიმ და ქარუბიმ თავიანთ მომხრეებს მოუწოდეს ორშაბათს აქცია გაემართათ, ეგვიპტის ანტი-სამთავრობო დემონსტრანტებისთვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით. მთავრობამ აქციის ჩატარებაზე ნებართვა არ გასცა, მაგრამ ოპოზიციის ათი ათასობით მომხრე მაინც გავიდა ქუჩებში, ანტი-სამთავრობო ლოზუნგების ყვირილით. მთავრობა გამოვიდა მოწოდებით, პარასკევს ოპოზიციის წინააღმდეგ „სიძულვილის დღე“ შედგეს.
XS
SM
MD
LG