Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი რომის პაპს შეხვდა


რუსეთის პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი დღეს ვატიკანში რომის პაპ ბენედიქტე მეთექვსმეტეს შეხვდა. ეს რუსეთის ლიდერის პირველი ასეთი ვიზიტი იყო მას შემდეგ, რაც 2009 წელს მოსკოვმა და ვატიკანმა დიპლომატიური კავშირი სრულად დაამყარეს.ვატიკანის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს და ასევე იმსჯელეს იმ დადებით წვლილზე, რომლის შეტანაც რელიგიათშორის დიალოგს შეუძლია საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მედვედევი ორდღიანი ვიზიტით იმყოფება იტალიაში. ოთხშაბათს მან პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონისთან ერთად რუსულ-იტალიური კულტურული გაცვლის წელიწადი გახსნა. მედვედევმა და ბერლუსკონიმ ასევე ენერგეტიკის სექტორში განსახორციელებელ ერთობლივ პროექტებზეც იმსჯელეს - მათ შორის სამხრეთის ნაკადის გაზსადენზე.
XS
SM
MD
LG