Accessibility links

ლიბიაში პოლიტიკური მღელვარებაა


ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის ასობით მხარდამჭერი შეიკრიბა დღეს ტრიპოლიში, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ ინტერნეტით გავრცელებული მოწოდებებისთვის დედაქალაქში ანტი-სამთავრობი, „მრისხანების დღის“ აქციის ჩატარების თაობაზე - რომელიც ეგვიპტესა და ტუნისში მომხდარი ამბოხებებით არის შთაგონებული. აშშ-ში განთავსებული ორგანიზაცია, ჰიუმან რაიტს უოჩი აცხადებს, რომ ლიბიის მთავრობამ 14 პირი დააკავა - აქტივისტები, მწერლები და დემონსტრანტები - რომლებიც ანტი-სამთავრობო გამოსვლას ამზადებდნენ და ქალაქში ოპოზიციის აქცია არ ჩატარებულა. ლიბიაში გამომავალი ერთ-ერთი გაზეთის ცნობით, ოთხშაბათს, ქალაქ ალ ბაიდაში მომხდარ შეტანებებს ორი ახალგაზრდა სამოქალაქო პირი ემსხვერპლა და ამის გამო რეგიონის უსაფრთხოების უფროსი თანამდებობიდან გადააყენეს.
XS
SM
MD
LG