Accessibility links

logo-print

ბელორუსიაში ოპოზიციის აქტივისტს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს


ბელორუსიაში სასამართლომ ოპოზიციის აქტივისტს, 27 წლის ვასილი პარფენკოვს, 4 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა, 2010 წლის დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობისთვის. ანალოგიური ბრალდება ოპოზიციის დაახლოებით 30 წარმომადგენელს - მათ შორის პრეზიდენტობის ხუთ ყოფილ კანდიდატს - აქვს წაყენებული, თუმცა სასამართლო პროცესი პირველად გაიმართა. 2010 წლის დეკემბერში ალექსანდრ ლუკაშენკას პრეზიდენტად კიდევ ერთხელ არჩევა ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. დღესვე ბელორუსიის იუსტიციის სამინისტრომ დაითხოვა ოთხი ადვოკატი, რომელიც პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერებს იცავდა. სამინისტროს განცხადებით, მათ არაერთი „უხეში დარღვევა“ ჩაიდინეს.
XS
SM
MD
LG