Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში საპროტესტო აქციებისას ერთი ადამიანი დაიღუპა


იემენის დედაქალაქ სანააში ათასობით დემონსტრანტმა მიიღო მონაწილეობა საპროტესტო სვლაში. მათ უპირისპირდებოდნენ პოლიციელები და მთავრობის მომხრეები, რომლებიც ხელკეტებითა და დანებით იყვნენ შეიარაღებული. შეტაკებების დროს, სულ ცოტა, 25 ადამიანი დაიჭრა. საპროტესტო აქციები ზედიზედ მეშვიდე დღეს გაიმართა, იემენის პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის 32-წლიანი მმართველობისათვის ბოლოს მოღების მოთხოვნით. შეტაკებების შესახებ ცნობები ვრცელდებოდა რამდენიმე სხვა ქალაქიდანაც. როგორც იუწყებიან, საპორტო ქალაქ ადენში ერთი დემონსტრანტი დაიღუპა და ათი დაიჭრა პოლიციის მიერ ანტისამთავრობო აქციის დაშლის მცდელობისას. იემენი არაბული სამყაროს უღარიბესი ქვეყანაა.
XS
SM
MD
LG