Accessibility links

logo-print

ლიბიის ქალაქებში გრძელდება გამოსვლები


საინფორმაციო საშულებები იტყობინებიან, რომ მთელი ღამის განმავლობაში გრძლდებოდა „რისხვის დღედ“ წოდებული ანტისამთავრობო გამოსვლები ლიბიაში. გავრცელებული ინფორმაციით, ათასობით ადამიანი გამოვიდა ლიბიის სიდიდით მეორე ქალაქ ბენღაზისა და ახალო მდებარ ქალაქ ალ ბაიდას ქუჩებში. მღელვარება იყო კიდევ რამდენიმე ქალაქში. ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის ქვეყნის მასშტაბით მომხდარ შეტაკებებში 24 ადამიანი დაიღუპა. ლიბიის პრეზიდენტმა მუამარ კადაფიმ, რომლის სატელევიზო მიმართვა 16 თებერვალს გადაიცა, „შეერთებული შტატების მარიონეტებსა და სიონიზმის თოჯინებს“ დამარცხება უწინასწარმეტყველა.
XS
SM
MD
LG