Accessibility links

logo-print

ერაყში ორი დემონსტრანტი დაიღუპა


ჩრდილოეთ ერაყის ქალაქ კირკუკში ქურთულმა უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს საპროტესტო აქციას, რომლის მონაწილეები ჩრდილოეთ ერაყში რეფორმების ჩატარებას და სოციალური პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით დაიღუპა ორი ადამიანი. ბოლო კვირის განმავლობაში ერაყში ზედიზედ გაიმართა რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელსაც დემონსტრანთა მხრიდან ძალადობაც ახლდა. ათობით გაბრაზებულმა მოქალაქემ ბაღადის სამხრეთ მდებარე პატარა ქალაქ ნასირის მუნიციპალიტეტის შენობას ცეცხლი წაუკიდა. ერაყის პრმიერ-მინისტრმა ნური ალ მალიკიმ საპროტესტო აქციების პროვოცირებაში ბაათისტები დაადანაშულა.
XS
SM
MD
LG