Accessibility links

logo-print

სასურსათო ვაუჩერების გაცემა მარტის ბოლომდე დასრულდება


პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად იმყოფებოდა თბილისის წისქვილკომბინატში, სადაც ხორბლის მარაგით დაინტერესდა. მას ბაკურ კვეზერელმა აცნობა, რომ საქართველოს ხორბლის საკმარისი მარაგი აქვს და სასურსათო უსაფრთხოება ახალი მოსავლის მიღებამდე უზრუნველყოფილი იქნება. დღესვე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სასურსათო ვაუჩერები, რომლის გაცემაც მთავრობამ მარტის ბოლომდე უნდა დაასრულოს, მოსახლეობას სურსათის გაძვირებით გამოწვეულ დისკომფორტს შედარებით შეუმსუბუქებს.
XS
SM
MD
LG