Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ოცეული სურსათის პრობლემას განიხილავს


დიდ ოცეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების ხლემძღვანელები ორდღიან შეხვედრას მართავენ პარიზში. შეხვედრა იმართება იმ ფონზე, როდესაც ახალ სარეკორდო ნიშნულს მიაღწია სურსათსა და საქონელზე ფასების ზრდამ მსოფლიო მასშტაბით. მსოფლიო ბანკის შეფასებით, სხვა ფაქტორების გარდა, სურსათზე ფასები ზრდა კიდევ უფრო დაამძიმა არეულობამ და პოლიტიკურმა კრიზისმა ახლო აღმოსავლეთში. იანვარში სურსათზე ფასების ზრდამ სარეკოროდო ნიშნულს მიაღწია. კიდევ ერთი მიზეზია, რასაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია უკავშირებს ფასების ზრდას, ეს არის მსოფლიო ვალუტების კურსი. კრიტიკოსთა თქმით, ჩინეთი ძალიან დაბალ ნიშნულზე ინარჩუნებს იუანის კურსს, რითაც უფრო მიმზიდველს ხდის საკუტარ ექსპორტს. ჩინეთი უარყოფს ამ ბრალდებებს.
XS
SM
MD
LG