Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსაფრთხოების კონცეფციის განახლებაზე პარლამენტში მსჯელობენ


საქართველოს უსაფრთხოების კონცეფციის განახლებაზე პარლამენტში მსჯელობენ თავდაცვის და უსაფრთხოების და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ, გაფართოებულ სხდომაზე. კონცეფციის პროექტი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ბათუ ქუთელიამ, წარადგინა. განახლებული კონცეფციის პროექტით, მთავარ საფრთხედ დასახელებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მისივე მხრიდან ახალი სამხედრო აგრესიის რისკი. ამავე პროექტის თანახმად, საქართველოს სურს რუსეთთან კეთილმეზობლობისა და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობა, რაც შეუძლებელი იქნება რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გარეშე.
XS
SM
MD
LG