Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუანტანამოს საპყრობილის დახურვა ყოვნდება


ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის რობერტ გეიტსის თანახმად, "ერთობ ცოტაა შანსი იმისა", რომ დაიხუროს გუანტანამოზე, კუბაში მდებარე ამერიკის სამხედრო ციხე. ხუთშაბათს სენატის სამხედრო საკითხთა კომიტეტის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გეიტსმა აღნიშნა, რომ ციხის დახურვის შანსებს ამცირებს ფართო უთანხმოება ამერიკელ კონგრესმენთა შორის. ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები საამართლოს წინაშე ადრე თუ გვიან უნდა წარსდგნენ, თუმცა ამერიკელი კანონმდებლები დაობენ იმაზე, ეჭვმიტანილები სამხედრო სასამართლომ უნდა განსაჯოს, თუ - სამოქალაქომ. გუანტანამოს სამხედრო ციხის დახურვის პირობა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ინაუგურაციდან რამდენიმე დღისშემდეგ დადო.
XS
SM
MD
LG