Accessibility links

logo-print

საქართველოში ისრაელის საელჩოს დახურვას არ ადასტურებენ


საქართველოში ისრაელის საელჩო უკვე ერთი კვირაა, არ ფუნქციონირებს. ებრაული მედიის მტკიცებით, თელ-ავივმა დიპლომატიური წარმომადგენლობები საქართველოში, აზერბაიჯანში და თურქეთში ტერორიზმის საფრთხის გამო დახურა. თუმცა, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწება ახალი ამბების სააგენტო ინტერპრესნიუსი, საელჩოს ფუნქციონირება ტექნიკურმა მიზეზებმა შეაფერხა და დიპლომატიური წარმომადგენლობა მუშაობას ორშაბათს, ჩვეული რეჟიმით განაახლებს.
XS
SM
MD
LG