Accessibility links

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ესპანეთის წინააღმდეგ ისე ითამაშა, რომ დილეტანტსაც კი თავს შეაყვარებდა. ლამაზმა გარღვევებმა, თავდაუზოგავმა ბრძოლამ და კომბინაციურმა ერთსულოვნებამ ის შედეგი უნდა მოიტანოს, რომ 12 მარტს, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების შეხვედრამ სავსე ტრიბუნების წინაშე ჩაიაროს. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი ურთიერთშეხვედრების ისტორიაში სარეკორდო ანგარიშით დაამარცხა. ეს შედეგი იმითაა ღირშესანიშნავი, რომ ამ შედეგს “ბორჯღალოსნებმა” ლამაზი თამაშით მიაღწიეს.
ატვირთა გიორგი კოხრეიძემ
XS
SM
MD
LG