Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში გამოსვლებს სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა


იემენიდან მოსული ცნობების თანახმად, დღეს ქვეყნის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქციები უკვე მერვე დღეა გრძელდება. იუწყებიან, რომ სამხრეთის ქალაქ ადენში ერთი დემონსტრანტი პოლიციის მხრიდან ცეცხლის გახსნას ემსხვერპლა. კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა ქალაქ ტაიზში, მანქანიდან ნასროლი ხელყუმბარის აფეთქების შედეგად. დემონსტრანტები პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის 32-წლიანი მმართველობის დასრულებას ითხოვენ.
XS
SM
MD
LG