გაუაზრებელი მოქმედება, იმპულსურობა, დაუფიქრებლად მიღებული გადაწყვეტილებები... ყველაფერი ეს არც თუ ისე უცხოა ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის.
“ინფანტილიზმი” - ასე აფასებენ ხოლმე ხშირად იმ პოლიტიკოსების ქმედებას, რომლებიც უპასუხისმგებლოდ იქცევიან. თუმცა ინფანტილიზმი ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში იყო ქართული საზოგადოების პრობლემა. ასე ფიქრობს გიორგი გვახარიას ყოველკვირეული პროგრამის სტუმარი, არტმენეჯერი მაგდა გურული.