Accessibility links

logo-print

ლიბიაში 80-ზე მეტი კაცი დაიღუპა


ნიუ-იორკში მდებარე „ჰიუმან-რაითს უოჩის“ ანგარიშით ლიბიაში 84 ადამიანი დაიღუპა, ბოლო სამი დღის განმავლობაში პოლიციისა და ხელისუფლების მომხრეთა მიერ ძალის გამოყენებით დემონტრაციების დარბევის შედეგად. მათგან 35 ადამიანის სიკვდილი ლიბიის სიდიდით მეორე ქალაქ ბენღაზიში მდებარე საავადმყოფომ დაადასტურა. სახელმწიფო ტელევიზიით კეთდება მუქარის განცხადებები მუამარ კადაფის მომხრეთა წინააღმდეგ, რომლებიც ხანდაზმული დიქტატორის გადაყენებას ითხოვენ. მოამარ კადაფი ლიბიას 40 წელზე მეტხანს მართავს.
XS
SM
MD
LG