Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჰრეინის შიიტური ოპოზიცია დიალოგზე უარს ამბობს


ბაჰრეინის წამყვანმა შიიტურმა დაჯგუფებამ უარი თქვა ეროვნულ დიალოგზე, რომელიც ბოლოს მოუღებდა არეულობებს. პოლიტიკური მოძრაობა „ვიფაქ“-ის ხელმძღვანელმა პირებმა დიალოგის გამართვის წინაპირობად დაასახელეს მთავრობის გადადგომა და დედაქალაქ მანამის ქუჩებში გამოსული არმიის ყაზარმებში დაბრუნება. ბაჰრეინის მეფემ ჰამად ბინ ისა ალ ხალიფამ მის უფროს ვაჟს, კრონპრინც სალმას სთხოვა ეროვნული დიალოგის წარმართვა „ყველა პარტიასთან“, რათა გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი, რომლის შედეგადაც ქვეყანაში ოთხი დემონსტრანტი დაიღუპა და ასეულობით დაზიანდა. სპარსეთის ყურეში მდებარე კუნძულოვან სახელმწიფოში დემონსტრანტთა უმრავლესობა, სუნიტური სამეფო ოჯახის გადადგომას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG