Accessibility links

აშშ-მა ვეტო დაადო ისრაელის საწინააღმდეგო რეზოლუციას


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც გმობს ისრაელის მიერ დასახლებების მშენებლობას პალესტინის ტერიტორიაზე. საბჭოს დანარჩენმა 14 წევრმა მხარი დაუჭირა დოკუმენტის პროექტს. შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში სუზან რაისმა საბჭოზე აღნიშნა, რომ „ვეტო არ ნიშნავს, თითქოს ვაშინგტონი მხარს უჭერდეს დასახლებების გაგრძელებას.“ პალესტინა აცხადებს, რომ არაბული ქვეყნების მიერ ინიცირებულ რეზოლუციაზე ვეტოს დადება, ზიანს აყენებს სამშვიდობო პროცესს და შესაძლებლობას აძლევს ისრაელს, რათა თავი აარიდოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
XS
SM
MD
LG