Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ბანკზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა


მსხვერპლით დასრულდა დღეს შეიარაღებული თავდასხმა აღმოსავლეთ ავღანეთში მდებარე ბანკის ფილიალზე. შემთხვევა ნანგარჰარის პროვინციის ქალაქ ჯალალაბადში მოხდა. შეიარაღებული პირები ძარცვის მიზნით შეიჭრნენ ქაბულის ბანკის ფილიალში, რომელსაც სულ მალე უსაფრთხოების ძალებმა შემოარტყა ალყა. როგორც თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება "როიტერსი", ორმხრივი სროლის შედეგად 9 პოლიციელი დაიღუპა. ბანკში, რომელზეც თავდასხმა მოხდა, სამთავრობო მოხელეებისა და უსაფრთხოების ძალების ფულადი ფონდები ინახება.
XS
SM
MD
LG