Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ბერლინალეზე“ ლაურეატებს გამოავლენენ


გერმანიის კინოფესტივალის ჟიური დღეს ლაურეატებს გამოავლენს. უცხოური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, წლევანდელ “ბერლინალეში” 58 ქვეყნის კინოფილმებია წარდგენილი. ჟიურის წლევანდელი თავმჯდომარე ცნობილი იტალიელი მსახიობი და რეჟისორი იზაბელა როსელინია. კინოფესტივალის მიმდინარეობისას უკვე გამოიკვეთა საუკეთესო ფილმები. კინოფესტივალზე რუსეთის სახელით წარდგენილია ქართული წარმომავლობის დრამატურგის, ალექსანდრე მინდაძის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმი “შაბათს”, რომელიც ჩერნობილის ტრაგედიას ეძღვნება.
XS
SM
MD
LG