Accessibility links

ქეთი ორჯონიკიძემ „ევროვიზიის“ შესარჩევ კონკურსზე უარი თქვა


მომღერალმა ქეთი ორჯონიკიძემ ევროვიზიის შესარჩევი კონკურსიდან საბუთები გამოიტანა, რის მიზეზადაც მომღერალმა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში, კონკურსის ორგანიზატორების მიერ შეთავაზებული მიუღებელი პირობები დაასახელა. “შესარჩევი კონკურსის პირველ შეკრებას ჩემი წარმომადგენელი დაესწრო. კონკურსის თანახმად, თურმე მუსიკა ფონოგრამაზე უნდა ყოფილიყო. ჩემს ჯგუფში სერიოზული ხალხი უკრავს და სცენაზე ტყუილად ხელებს ვერ ვაქნევინებდი. მეორე მიზეზი, კონკურსიდან კანდიდატურა რომ მომეხსნა, ის გახდა, რომ თურმე საკონკურსოდ გერმანიაში გასამგზავრებლად მხოლოდ მგზავრობის თანხები ანაზღაურდებოდა და დანარჩენი ხარჯები ჩვენ უნდა აგვენაზღაურებინა. ამ კონკურსში რომც გაგვემარჯვა, მიღებული პრემიით გაწეულ ხარჯებს ვერ დავფარავდით. ამიტომ კონკურსში მონაწილეობის მიღებას აზრი აღარ ჰქონდა“, - განაცხადა ქეთი ორჯონიკიძემ ახალი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. “ევროვიზიის” შიდა შესარჩევი კონკურსი დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველ პავილიონში გაიმართა. გაიმარჯვა ჯგუფმა "Eldrine", რომელიც გერმანიაში ევროვიზიის კონკურსზე გაემგზავრება
XS
SM
MD
LG