Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ქრისტიან-დემოკრატები” ყველა მოქალაქისთვის ენერგოვაუჩერის დარიგებას მოითხოვენ


სახელმწიფო კანცელარიასთან გამართულ ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი ზაზა გაბუნია ყველა მოქალაქისთვის 20-ლარიანი ვაუჩერის დარიგებას მოითხოვს. აქტიურ და პასიურ გადამხდელებად დაყოფამ, მოქალაქეთა ერთი ნაწილი ვაუჩერის გარეშე დატოვა, - თვლიან ქრისტიან-დემოკრატები. მათ მხედველობაში აქვთ ის ფაქტი, რომ მოქალაქეებს, რომელთაც უსახსრობის გამო 200 კვტ ელექტროენერგიაზე მეტი ვერ მოიხმარეს, ენერგოვაუჩერი არ დაურიგდათ. გაბუნიამ მოუწოდა ჯანდაცვის სამინისტროს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების მონაწილეობით და ოპოზიციის ჩართულობით, შეადგინონ სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების სია და მათაც გადაეცეთ ენერგოვაუჩერი.
XS
SM
MD
LG