Accessibility links

კვირას ირანის ოპოზიცია კვლავ გამოვა ქუჩაში


ირანის ოპოზიციამ მოუწოდა საკუთარ მხარდამჭერებს, რათა კვირას მასობრივი საპოტესტო აქციები გამართოს თეირანისა და სხვა ქალქების ქუჩებში. წამყვან ოპოზიციური საიტზე გამოჩნდა ლოზუნგი „ბრძოლა რელიგიურ დიქტატურას.“ ორშაბათს ირანში გაიმართა ყველაზე მრავალრიცხოვანი დემონსტრაცია 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ. უსაფრთხოების ძალებთან შეტაკების შედეგად ორი დემონსტრანტი დაიღუპა. პარასკევს ირანის ხელისუფლების მომხრეებმა გამართეს ეგრეთწოდებული „ზიზღის მიტინგი“, რომელზეც ოპოზიციის ლიდერების სისხლის სამართლებრივი დევნას მოითხოვდნენ. ოპოზიციის ლიდერები მირ-ჰოსეინ მუსავი და მეჰდი ქარუბი ამაჟამად შიდა პატიმრობაში იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG