Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიაში ბრალი წაუყენეს სამხედრო დამნაშავეს


ბოსნიის სასამართლოს წინაშე წარდგა სერბული გასამხედროებული დაჯგუფების ყოფილი წევრი ვესელინ ვლახოვიჩი, მას ბრალად ედება სამხედრო დანაშაულების ჩადენა ყოფილ იუგოსლავიაში მიმდინარე ომის დროს. ვლახოვიჩი დამნაშავედ ცნეს მკვლელობაში, გაუპატიურებაში, წამების გამოყენებასა და მაროდიორობაში. დანაშუალებს ადგილი ჰქონდა 1992-1993 წლებში სარაევოს შემოგარენში, რომელსაც ბოსნიელი სერბები აკონტროლებდნენ. ვლახოვიჩი გასულ წელს ესპანეთში დააკავეს და ბოსნიას გადასცეს.
XS
SM
MD
LG