Accessibility links

logo-print

ირანში გერმანელ ჟურნალისტებს გაათავისუფლებენ


ირანის ხელისუფლება მალე გაათავისუფლებს ორ გერმანელ ჟურნალისტს, რომლებიც გასული წლის ოქტომბერში დააკავეს. ჟურნალისტებს პატიმრობა შეუცვალეს 50 ათასი დოლარის ჯარიმით. ამის თაობაზე ირანის სახელმწიფო სააგენტო ქვეყნის რევოლუციურ სასამართლოზე დაყრდნობით იუწყება. გაზეთ Bild-ისა და Sonntag-ის თანამშრომლები იმ დროს დაკავეს, როდესაც სიკვდილმისჯილი საქინე აშტიანის ვაჟისა და ადვოკატისაგან ინტერვიუს იწერდნენ და 20 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
XS
SM
MD
LG