Accessibility links

logo-print

„ბერლინალეს“ მთავარი ჯილდო ირანულ ფილმს ერგო


ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავრი პრიზი, "ოქროს დათვი" წილად ხვდა ირანელი რეჟოსორის აშგარ ფარჰადის ფილმს - „ნადერი და სიმინი, გაყრა“. ჟიურიმ, რომელსაც „ბერლინალეზე“ წელს ცნობილი იტალიელი მსახიობი და რეჟისორი იზაბელა როსელინი ხელმძღვანელობდა, ამავე ფილმში მონაწილე მსახიობებს - სამ მამაკაცსა და ორ ქალს, მიანიჭა ასევე საუკეთესო მსახიობებისათვის განკუთვნილი „ვერცხლის დათვი“. ბერლინის კინოფესტივალზე პრიზის გარეშე დარჩა ქართული წარმომავლობის რუსი კინორეჟისორის ალექსანდრე მინდაძის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმი “შაბათს”, რომელიც ჩერნობილის ტრაგედიას ეძღვნება.
XS
SM
MD
LG