Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულია ყოფილი დეპუტატი სანდრო ბრეგაძე


პარლამენტისა და პარტია "თავისუფლების" ყოფილი წევრის სანდრო ბრეგაძის სასამართლო პროცესი 21 თებერვალს გაიმართება , - ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო "ინტერპრესნიუსი" იუწყება. სანდრო ბრეგაძის დაკავების ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე არ კონკრეტდება. არაოფიციალური ინფორმაციით, ყოფილი დეპუტატი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის თბილისში ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან დააკავეს. ბრეგაძე ქალაქის პოლიციის იზოლატორში იმყოფება და სხვა დეტალები ხვალინდელ სასამართლო პროცესზე გაირკვევა.
XS
SM
MD
LG