Accessibility links

logo-print

ლიბიაში არეულობის მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება


„ჰიუმან რაითს უოჩის“ ინფორმაციით სულ მცირე 104 ადამიანი დაიღუპა ლიბიაში, 16 თებერვლიდან მოყოლებული, ანტისამთავრობო გამოსვლებისა და შეტაკებების შედეგად. იუწყებიან, რომ შაბათს ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს ლიბიის სიდიდით მეორე ქალაქ ბენღაზიში, რომელიც მუამარ კადაფის საწინააღმდეგო გამოსვლების ეპიცენტრს წარმოადგენს. თვითმხილველები აღწერენ ვითარებას ბენღაზიში, როგორც ქაოსურს: ისმის ტყვიამფრქვევების ხმა, სახლის სახურავებზე მყოფი სნაიპერები კი ხალხს ცეცხლს უშენენ. მიღებული ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება, რადგან უცხოეთის მედიას აკრძალული აქვს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა. ლიბიის მთავრობა კი არ ავრცელებს ინფორმაციას და არანაირ კომენტარებს არ აკეთებს დაღუპულთა შესახებ. არეულობა ლიბიაში განაპირობა რევოლუციებმა ეგვიპტესა და ტუნისში.
XS
SM
MD
LG