Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ყველაზე სისხლისმღვრელი ტერაქტი მოხდა


ავღანეთის ხელისუფლათა განცხადებით 40 კაცამდე გაიზარდა მსხვერპლის რაოდენობა აღმოსავლეთ ავღანეთში მდებარე ბანკის ფილიალზე, შაბათს მომხდარი თავდასხმის შედეგად. შემთხვევა ნანგარჰარის პროვინციის ქალაქ ჯალალაბადში მოხდა. დაიჭრა 70-მდე ადამიანი. სასაზღვრო პოლიციის ფორიანი შეიარაღებული პირები და თვითმკვლელი მოიერიშე შეიჭრნენ ქაბულის ბანკის ფილიალში, სადაც ხელფასს იღებდნენ ავღანეთის უშიშროების თანაშრომლები. ბანკის ფილიალზე მოხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. ტერორისტული დაჯგუფების წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდიმ განაცხადა, რომ თავდამსხმელთა სამიზანე იყვნენ ავღანელი სამხედროები, რომლებიც ბანკის ფილიალში ხელფასის ასაღებად მივიდნენ. რვა თვის განამვლობაში ეს არის ყველაზე სისხლისმღვერლი თავდასხმა ქვეყნის მასშტაბით და მეამბოხეთა მიერ განხორციელებული ყველაზე საშინელი იერიში მთელს ამ რეგიონში.
XS
SM
MD
LG