Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანში ჩავიდა


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანში ჩავიდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ საპატიმროდან გაათავისუფლა ორი გერმანელი ჟურნალისტი. გვიდო ვესტერველემ მადლობა გადაუხადა ირანელ კოლეგას ალი აკბარ სალეჰის „ორი ქვეყნის ურთიერთობაში მის მიერ შეტანილი წვლილის გამო.“ ირანის ხელისუფლებამ შაბათს პატიმრობიდან გაათავისუფლა ორი გერმანელი ჟურნალისტი, რომლებიც გასული წლის ოქტომბერში დააკავეს. ჟურნალისტებს პატიმრობა შეუცვალეს 50 ათასი დოლარის ჯარიმით. გაზეთ Bild-ისა და Sonntag-ის თანამშრომლები იმ დროს დაკავეს, როდესაც სიკვდილმისჯილი საქინე აშტიანის ვაჟისა და ადვოკატისაგან ინტერვიუს იწერდნენ და 20 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
XS
SM
MD
LG