Accessibility links

logo-print

მეკობრეები დატყვევებულ ქართველ მეზღვაურებს მალე გაათავისუფლებენ


ბერძნული გემთმფლობელი კომპანია ქართველი მეზღვაურების გათავისუფლებას მათ ოჯახებს თებერვლის ბოლოსთვის დაჰპირდა, ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო “მედიანიუსს” სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებული ერთ-ერთი ქართველი მეზღვაურის დავით დევაძის მამამ სერგო დევაძემ აცნობა. საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირის თავმჯდომარის ანატოლი ჩიჯავაძის თქმით, რამდენადაც მისთვის ცნობილია, ქართველი მეზღვაურების გათავისუფლება თებერვლის ბოლოსთვის იგეგმება. “უკვე დიდი ხანია დაიწყო მოლაპარაკებები და ჩვენი მეზღვაურები სამშობლოში სავარაუდოდ, ერთ კვირაში დაბრუნდებიან, მეტს ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით”, – აღნიშნა მან. 15 ქართველი მეზღვაური სომალელი მეკობრეების ტყვეობაში უკვე რამდენიმე თვეა იმყოფება.
XS
SM
MD
LG