Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანულმა სამხედრო გემებმა სუეცი გადაცურეს


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ „წუხილი გამოხატა“ იმის გამო, რომ ირანულმა სამხედრო გემებმა სუეცის არხის გავლით ხმელთაშუა ზღვაში გასვლა შეძლეს. აღნიშნული ინფორმაცია ირანის სახელმწიფო ტელევიზებმა დაადასტურეს. მათი ინფორმაციით სამხედრო გემები სირიისაკენ მიიწევენ. ეს არის პირველი ირანული სახმედრო გემები, რომლებმაც 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ პირველად გადაცურეს სუეცის არხი. ეგვიპტის მხარე გემების გავლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა, ისრაელმა კაიროს ქმედებას უწოდა „პროვოკაციული“ და განაცხადა, რომ ირანი ცდილობს „გააძლიეროს ზეგავლენა ეგვიპტეზე.“
XS
SM
MD
LG