Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა


საპროტესტო დემონსტრაცია კვირასაც გაიმართა იემენში, სადაც პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის გადადგომის მოთხოვნით სამი ათასი სტუდენტი გამოვიდა დედაქალაქ სანას ქუჩებში. დემონსტრაციები გაიმართა ასევე ქვეყნის სხვა ქალაქებშიც. წინა დღით მოხდა შეტაკება: დემონსტრანტებს სალეჰის მომხრეები და პოლიციის სპეცდანიშნულების ნაწილები დაუპირისპირდნენ. თვითმხილველთა თქმით, ერთი დემონსტრანტი დაიღუპა, თუმცა იემენის შინაგან საქმეთა სამინისტრო დაღუპვის ფაქტს უარყოფს.
XS
SM
MD
LG