Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ოპოზიციამ კვლავ განაახლა საპროტესტო გამოსვლები


ირანიდან მიღებული ცნობებით, ქვეყნის ოპოზიციამ კვლავ განაახლა საპროტესტო გამოსვლები თეირანის ქუჩებში. თუმცა ირანული ვებსაიტების მიერ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურება ვერ ხერხდება დამოუკიდებელი წყაროებით. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ირნას“ცნობით „პროვოკაციული საქციელის“ გამო მცირე ხნით დააპატიმრეს ირანის ექსპრეზიდენტის აკბარ ჰაშემი რაფსანჯანის ქალიშვილი ფაიზე ჰაშემი. ირანის ოპოზიციამ მომხრეებს ქუჩაში გამოსვლისაკენ მოუწოდა, რათა აღენიშნათ კვირის თავი 14 თებერვლის შეტაკებისა, როდესაც უსაფრთხოების ძალებმა ორი ადამიანი მოკლეს. დღევანდელ მსვლელობას ოპოზიციური საიტები უწოდებდნენ, „ბრძოლას რელიგიური დიქტატურის“ წინააღმდეგ. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააფრთხილა ოპოზიცია, რომ გამოიყენებდა ძალას დემონსტრაციის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG