Accessibility links

logo-print

საიფ კადაფი: ლიბია სამოქალაქო ომის წინაშე დგას


ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის შვილმა, საიფ ალ-ისლამ კადაფიმ განაცხადა, რომ ლიბია სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშე დგას. ტელევიზიით გამოსვლისას კადაფი უმცროსმა ცნობებს ასობით ადამიანის დაღუპვის შესახებ გადაჭარბებული უწოდა და თქვა, რომ სინამდვილეში 14 ადამიანია დაღუპული. მან ასევე განაცხადა, რომ ოპოზიცია და ისლამისტები ცდილობენ ლიბია ეგვიპტისა და ტუნისის მდგომარეობამდე მიიყვანოს. ხელისუფლება უკანასკნელ ტყვიამდე დაიცავს თავს და თუ მოვლენები ქუჩებში არ დასრულდება, ლიბიას ათასობით დაღუპულის დატირება მოუწევსო - განაცხადა საიფ ალ-ისლამ კადაფიმ.
XS
SM
MD
LG