Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობის აღწერა მიმდინარეობს


ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარეობს მოსახლეობის აღწერა, რომელიც 28 თებერვალს დასრულდება. დე ფაქტო რესპუბლიკის სტატისტიკის სამმართველოს განცხადებით, აღწერის შედეგად გაირკვევა აფხაზეთში მცხოვრებთა რაოდენობა და ეროვნება, დემოგრაფიული მდგომარეობა, დასაქმების და განათლების დონე და მოსახლეობის შემოსავლის წყაროები. აღწერისთვის განკუთვნილი ანკეტები, რომელშიც 16 სხვადასხვა შეკითხვაა, რუსულ ენაზეა შედგენილი. დე ფაქტო რესპუბლიკის სტატისტიკის სამმართველოს უფროსმა ზოია ავიძბამ აფხაზურ და რუსულ საინფორმაციო სააგენტოებს განუცხადა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, რადგან ბევრი ადამიანი, რომელიც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო იძულებული იყო უცხოეთში ემუშავა, 2008 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.
XS
SM
MD
LG