Accessibility links

logo-print

ლიბიაში საპროტესტო ტალღა ძალას იკრებს


ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის 42-წლიან მმართველობას სულ უფრო დიდი საფრთხე ემუქრება, ქვეყანაში საპროტესტო ტალღის ზრდის ფონზე. ანტი-სამთავრობო აქციების მონაწილეებმა ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ბენღაზიზე კონტროლი დაამყარეს. აქციები უკვე დედაქაალქ ტრიპოლისაც მოედო. კადაფის ვაჟი, საიფ ალ-ისლამ კადაფი, წუხელ სახელმწიფო ტელევიზიით გამოვიდა და განაცხადა, რომ მამამისი და უსაფრთხოების ძალები ამბოხების წინააღმდეგ „ბოლო ტყვიამდე“ იბრძოლებენ. მისი თქმით, ქვეყანას „სისხლის მდინარეები“ და „სამოქალაქო ომი“ ემუქრება. ქალაქის ცენტრში შეტაკებები კადაფის ვაჟის სატელევიზიო გამოსვლის დროსაც მიმდინარეობდა და ორშაბათს გათენებამდე გაგრძელდა. თვითმხილველთა თქმით, ხალხს სნაიპერები ცეცხლს უხსნიან. კადაფის მომხრეები მანქანებით გადაადგილდებიან და აქციის მონაწილეებს ისინიც ესვრიან. პარალელურად, ნავთობის ფასმა ბოლო ორწლინახევრის მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. რამდენიმე ნავთობკომპანიას - მათ შორის ბრიტიშ პეტროლეუმს - ლიბიიდან თავიანთი წარმომადგენლობების დიდი ნაწილი გაჰყავს.
XS
SM
MD
LG