Accessibility links

logo-print

იემენის პრეზიდენტი: მხოლოდ არჩევნებში წაგების შედეგად წავალ


იემენის პრეზიდენტი, ალი აბდულა სალეჰი - რომელიც ქვეყანას 1978 წლიდან მართავს და რომლის წინააღმდეგაც ქვეყანაში ახლა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს - აცხადებს, რომ მხოლოდ არჩევნებში დამარცხების შედეგად წავა ხელისუფლებიდან. ეს განცხადება სალეჰმა დღეს გააკეთა, ჟურნალისტებთან შეხვედრისას. დედაქალაქ სანაში, უნივერსიტეტის წინ ათასობით დემონსტრანტი კვლავ შეიკრიბა პრეზიდნეტის გადადგომის მოთხოვნით. სამხრეთის ქალაქ ადენში უშიშროების ძალებმა დღეს აქციების ერთი მონაწილე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, კიდევ ოთხი დაჭრეს. ხუთშაბათის შემდეგ აქციებს სულ 12 ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG