Accessibility links

logo-print

ბაჰრეინში გამოსვლები გრძელდება


ბაჰრეინის დედაქალაქ მანამის ცენტრში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეებიც ახალ მთავრობას ითხოვენ. დემონსტრანტებს სათავეში შიიტები უდგანან - ისინი უმრავლესობას წარმოადგენენ ქვეყანაში, რომელსაც სუნიტური დინასტია მართავს. მანამის ცენტრში მდებარე მოედანზე დაახლოებით 10,000 ადამიანი შეიკრიბა. აქციები უკვე კვირაზე მეტია გრძელდება. 1,500-ზე მეტი მასწავლებელი გაფიცულია. ოპოზიცია ქვეყანაში ჭეშმარიტი საკონსტიტუციო მონარქიის დამყარებას ითხოვს - რომელიც მოქალაქეებს უფრო დიდ როლს მიანიჭებდა პირდაპირ არჩეული მთავრობის ფორმირებაში. მოთხოვნებს შორის არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაც. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეთანხმდნენ, რომ მხარს დაუჭერენ დიალოგს ბაჰრეინის მთავრობასა და მის ოპონენტებს შორის.
XS
SM
MD
LG