Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს საჰაერო შეტევას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა


ავღანეთის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ნატოს საჰაერო შეტევამ - რომელიც ექსტრემიზმში ეჭვმიტანილთა წინააღმდეგ განხორციელდა - შეცდომით ექვსი წევრისგან შემდგარი ოჯახი იმსხვეპლა. პროვინციის მთავრობის წარმომადგენლის, აჰმად ზია აბდულზაის სიტყვებით, შეტევის შედეგად „წყვილი და მათი ოთხი შვილი“ დაიხოცა - თალიბანის სამ მებრძოლთან ერთად. შეტევა კვირას ღამით მოხდა, აღმოსავლეთის პროვინცია ნანგარჰარის უბან ხოგუანში. ერთი დღით ადრე პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დაგმო ნატოს საჰაერო იერიშები, რომლებსაც, ზოგიერთი მონაცემით, მეზობელ კუნარის პროვინციაში დაახლოებით 50 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი ძალების წარმომადგენლობამ დაადასტურა, რომ ხოგუანში თავდასხმა განხორციელდა - და დასძინა, რომ ოპერაციას იძიებს.
XS
SM
MD
LG