Accessibility links

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ეგვიპტეში ჩავიდა


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი ეგვიპტეში ჩავიდა. 10 დღის წინ, მასობრივი ამბოხების შედეგად ეგვიპტის პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის გადადგომის შემდეგ ეს ქვეყნის ლიდერის პირველი ვიზიტია ქვეყანაში. კაიროში გამგზავრებამდე, კამერონმა განაცხადა, ეს ვიზიტი „მნიშვნელოვან შესაძლებლობას“ იძლევა ამჟამად სამხედრო მმართველობის ქვეშ მყოფ ეგვიპტეში დემოკრატიის დასამყარებლად ზეწოლისთვისო. კამერონი შეხვდება ეგვიპტის ოფიციალურ პირებს და მუბარაქის ოპოზიციის წარმომადგენლებს - თუმცა მათ შორის არ იქნებიან პრო-ისლამისტური მუსლიმთა საძმოს წევრები.
XS
SM
MD
LG