Accessibility links

იუწყებიან, რომ იტალიაში მომუშავე ირანელი დიპლომატი ოპოზიციას შეუერთდა


ირანის ოპოზიციური ჯგუფის, „მწვანე ტალღის“ წარმოამდგენლები აცხადებენ, რომ ირანელი დიპლომატი, აჰმად მალეკი სამსახურიდან წავიდა და ახლა საფრანგეთში მოქმედ ოპოზიციურ მოძრაობასთან ითანამშრობლებს. როგორც იუწყებიან, მალეკი - რომელიც რეფორმატორისა და ოპოზიციის ლიდერის, აიათოლა მეჰდი ქარუბის ძმისშვილია - მილანში ირანის საკონსულოს პირველი მდივნის თანამდებობიდან გადადგა. ეს ცნობა თუ დადასტურდება, ევროპაში მცხოვრები, ოპოზიციის მხარეს გადასული ირანელი დიპლომატების რიცხვი ოთხს გაუტოლდება. გასულ კვირაში ირანში 2009 წლის შემდეგ ყველაზე მასობრივი ანტი-სამთავრობო გამოსვლები გაიმართა.
XS
SM
MD
LG