Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჰრეინში „ფორმულა-1“ არ ჩატარდება გამოსვლების გამო


ბაჰრეინის ხელისუფლებამ გააუქმა ამ ქვეყანაში მარტის 13-სთვის დაგეგმილი რბოლა -„ფორმულა-1“. მიზეზი ანტისამთავრობო გამოსვლებია. დედაქალაქ მანამის ცენტრში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეებიც ახალ მთავრობას ითხოვენ. დემონსტრანტებს სათავეში შიიტები უდგანან - ისინი უმრავლესობას წარმოადგენენ ქვეყანაში, რომელსაც სუნიტური დინასტია მართავს. მანამის ცენტრში მდებარე მოედანზე დაახლოებით 10,000 ადამიანი შეიკრიბა. ოპოზიცია ქვეყანაში ჭეშმარიტი საკონსტიტუციო მონარქიის დამყარებას ითხოვს - რომელიც მოქალაქეებს უფრო დიდ როლს მიანიჭებდა პირდაპირ არჩეული მთავრობის ფორმირებაში. მოთხოვნებს შორის არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაც. ბაჰრეინის მეფემ, ჰადამ ბინ ისა ალ ჰალიფამ თავის ვაჟს, ტახტის მემკვიდრეს დაავალა, ყველა პოლიტიკურ პარტიასთან გამართოს დიალოგი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეთანხმდნენ, რომ მხარს დაუჭერენ დიალოგს ბაჰრეინის მთავრობასა და მის ოპონენტებს შორის.
XS
SM
MD
LG